geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება რიგგარეშე შიდა მობილობა

ცხადდება რიგგარეშე შიდა მობილობა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების „იურიდიული ფსიქოლოგია“ და „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“ სტუდენტებისათვის.

ადგილები ცხადდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  • გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია - 9 ადგილი;
  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება - 2 ადგილი;
  • გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
  • განათლების ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
  • შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - 2 ადგილი.

 

ცხადდება რიგგარეშე შიდა მობილობა საგანმანათლებლო პროგრამის “ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ სტუდენტებისათვის

ადგილები ცხადდება შემდეგ სადოქტორო  პროგრამებზე:

  • გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია - 2 ადგილი;
  • განათლების ფსიქოლოგია - 1 ადგილი;
  • ფსიქოლოგია - 1.

 

  • რიგგარეშე შიდა მობილობის წესით გადასვლის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება (განცხადება) - 16 სექტემბერი - ფაკულტეტის კანცელარიის ელ.ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge ან თსუ მესამე კორპუსი, ოთახი 108 (09:00-17:00).
  • შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება - 17 სექტემბერი;
  • კრედიტების აღიარება - 18 სექტემბერი;
  • ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 21 სექტემბერი;
  • სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის რიგგარეშე მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 23 სექტემბერი;
  • რიგგარეშე შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება — 24 სექტემბერი.
თარიღი: 15/09/2026